საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგ საკითხები: სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა. ასევე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურის განხილვა.

სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.


Print