საზოგადოება
ილია მეორე - რუსეთში მოცხოვრებ ყველა ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ რუსეთში მოცხოვრებ ყველა ქართველს საქართველოში დაბრუნება უნდა.

"თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდით მოსკოვიდან. დიდი მოკითხვა გადმოგვცეს ქართველებმა. ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი", - ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, ილია მეორე რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა. ის სამშობლოში 25 ნოემბერს დაბრუნდა.

წყარო:IPN
Print