საზოგადოება
საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით 40 პირს დაკითხავენ
აუდიტის სამსახურს სხვადასხვა პარტიის შემომწირველი პირების თანხების წარმომავლობის კანონიერებაზე კითხვები აქვს. ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

სულ პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა 29 მილიონ 212 ათას 382 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი შემოწირულობა, 19 მილიონ ლარზე მეტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, შემდეგ მოდის "სახელმწიფო ხალხისთვის" - 4 მილიონ 278, 541 ათასი ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - მილიონ 63 ათასი, ხოლო "პატრიოტთა ალინსმა" მილიონ 19 ათასი ლარი მიიღო.

აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა 1016 შემომწირველი ფიზიკური და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერება.
Print