საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში მონაწილე 5 კანდიდატი გამოვლინდა. ხმები ასე გადანაწილდა:

თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8, ვასილ მაღლაფერიძე და ზაალ ანჯაფარიძე 6-6, ნინო ზაუტაშვილი კი - 5 ხმა.

მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა. გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა 6 იანვარს გაიმართება.
Print