საზოგადოება
პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გადაიდო
4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 84 წელი შეუსრულდება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, უწმინდესი რომ არ გადაიღალოს, დაბადების დღისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ოპერაში ხვალ გასამართი კონცერტი გაუქმებულია, მიღებებიც არ იქნება. მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესი კარგად არის და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიზღვევთ თავს და დავასვენებთ. უწმინდესის საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მას პატრიარქი ჩაატარებს.

Print