საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვერ აირჩიეს
ფარული კენჭისყრით ყველაზე მეტი - 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, თუმცა, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სულ მცირე 5 ხმა იყო საჭირო. მეორე ტურში გადავიდნენ ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი.

კენჭისყრის შედეგებით დირექტორობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

ზაალ ანდრონიკაშვილი -0
თინათინ (თიკო) ბერძენიშვილი - 2
ნათია კუპრაშვილი - 1
ვასილ მაღლაფერიძე - 4
ნინო ზაუტაშვილი - 1.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.




Print