საზოგადოება
საია გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით განცხადებას წარადგენს. საია შემდეგ დოკუმენტებს ითხოვს: „საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცლოდ გაზპრომთან გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

2017 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, გაზპრომთან წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

2017 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების ასლი”.

ცნობისთვის, ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.
Print