საზოგადოება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, სავარაუდოდ, კლინიკების ნაწილი გამოეთიშება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში,საავადმყოფოების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, თუ  ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა 10-ზე მცირე იქნება.

ახალი რეფორმა თებერვლის პირველი რიცხვებიდან განხორციელდება.

სამედინიცო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გამყრელიძის განცხადებით, ქსელში ხელფასების დაგვიანების პრობლემა არ არის, „ევექსი“ კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე მსხვილი პარტნიორია და თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს.


Print