საზოგადოება
26-27 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა
თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსი იქნება. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი.

28 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13-18 გრადუსს მიაღწევს.

Print