საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარებას აღნიშნავს
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლოცვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენს.

ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი.

დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

Print