საზოგადოება
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:22 სთ-ზე საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი

თეოფილე მესამე ტაძარში მას შემდეგ შევიდა, რაც ის ტრადიციულად, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს. უფლის საფლავის დახურვის შემდეგ კი თეოფილე მესამემ სპეციალური ლოცვა წაიკითხა და მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი აინთო.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველ რიგში - ბეთლემში, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს ყველა, მათ შორის, ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ჩააბრძანებენ.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძართან დილიდან ათასობით მორწმუნე ელოდა. მათ შორის იყვნენ ქართველი მართლმადიდებლები, რომლებიც ცეცხლს დღეს გვიან ღამით თბილისში ჩამოაბრძანებენ.

 

 

Print