საზოგადოება
განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა: „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, დაიწყო შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის მიზანია უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ეწვია და თავად მოსწავლეებისგან მოისმინა თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის პრობლემის მიზეზებზე, როგორ ხედავენ საკუთარ როლს ვითარების შესაცვლელად.

სამინისტროს ცნობით, მინისტრი მომავლაშიც გამართავს მსგავს შეხვედრებს, მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან, სტუდენტებთან და საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან, რათა მსჯელობის, თანამშრომლობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუნსის საფუძველზე სკოლა და გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, კიდევ უფრო უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.

შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მთელი რიგი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები. იგეგმება ფსიქოლოგიური ცენტრების გაძლიერება და რეაგირების მექანიზმების დახვეწა. ამასთან, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც მოზარდები და ბავშვები ჩაერთვებიან.


Print