საზოგადოება
ეჩივმენტ ჰაბი "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-სთან ერთად მოსწავლეების საგაზაფხულო „ბიზნეს სკოლაში“ მიღებას იწყებს
კურსი დაფუძნებულია "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს (Junior Achievement World) მიერ შემუშავებული მეთოდოლიგიის საფუძველზე. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს პროგრამები აღიარებულია ევროპის კომისიის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბავშვებს პრაქტიკული დავალებებით ვასწავლოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ეფექტური შედეგი მივიღოთ.



თუ გჯერათ საკუთარი შვილის შესაძლებლობების და გსურთ ისინი საუკეთესო კუთხით განვითარდნენ, უკვე ზუგდიდში შესაძლებელია გაიაროთ JA-ს "ბიზნეს უნარ-ჩვევების" პროგრამები და მიიღოთ 123 ქვეყანაში აღიარებული სერთიფიკატი. რეგისტრაცია პროგრამებზე დაწყებულია სხვადასხვა ჯგუფებში 5-დან 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის.

იდეების გენერირება,პროდუქტის შექმნა,ფულის მართვა,მიზნების დასახვა,პროექტის მართვა,დროის მენეჯმენტი,ლიდერობა და კომუნიკაცია საზოგადოების კვლევა - ეს ის უნარების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ახალგაზრდები ჩვენთან შეიძენენ. 

დარეგისტრირდით - docs.google.com

®️
Print