საქართველოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმა და ქარია მოსალოდნელი
15:54 / 24.03.2018
გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, 24 მარტს, დღის მეორე
ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს
ტერიტორიაზე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
„საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

მასალის გამოყენების პირობები