საზოგადოება
სეს-მა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.) არის რეკომენდებული. მათივე ცნობით, აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით გამოიყენება.

„დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა. საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”, - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

მათივე განმარტებით, წამლობა აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს.

Print