ახალი ამბები
რა შემთხვევაში აიღებენ ატესტატს ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები
მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ატესტატს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ გასცემს.

„2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა. იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში
დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა. მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ. კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ. ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები დადგენილი წესით გამოცხადდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს.

ამავე თემაზე: 

გამოსაშვები გამოცდები მეთორმეტე კლასისთვისაც გაუქმდა
Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საზოგადოება
გზა დევნილობიდან გერმანიის კოსმონავტიკის ცენტრამდე - ინტერვიუ ილონა შონიასთან
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
თეა წულუკიანი: ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი და მისი ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია,
გიორგი კალანდია: ერმიტაჟში ეკატერინე ჭავჭავაძის გამოსახულებით ნახატი ინახება
ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, მისივე თქმით,  ერმიტაჟის მუზეუმშია გადაღებული და რომელზეც, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს დედოფალი
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.