საზოგადოება
ზუგდიდში ავეჯის მაღაზია ,,პანცილიონი“ გაიხსნა (ვიდეო/ფოტო) ®️
ზუგდიდში, რუსთაველის ნომერ 150-ში ავეჯის ახალი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიათა ქსელი „პანცილიონი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნებისმიერი სახეობისა და დიზაინის საოჯახო ავეჯს სთავაზობს.
,,პანცილიონი არის ევროპული ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პოლონეთი, ბელგია, იტალია და ა.შ. ჩვენი ასორტიმენტის მრავალფეროვნება ჯდება მრავალ სტილსა და დიზაინში, ხოლო მისი მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები სრულად შეესაბამება მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას. ეს არის ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქცია, გადის რამდენიმე ლაბორატორიულ კონტროლს და ამის შემდეგ მიდის მომხმარებლამდე, ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება ამ პროდუქციის შეძენით’’
,- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ქიშმარია.

კომპანია ,,პანცილიონის’’ წარმომადგენლის თქმით, მაღაზიაში დღეიდან ხუთი დღის განმავლობაში მომხარებელს ექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით შეიძინოს ყველა ტიპის ავეჯი, გარდა ამისა, მაღაზიაში ყოველ კვირა ახალი პროდუქცია შემოვა.

„პანცილიონის“ ზუგდიდის ფილიალში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის 50-მდე საძინებელი, სამზარეულო, შემოსასვლელები, მისაღებები. პროდუქცია გათვლილია ყველა სეგმენტზე.

,,მივესალმები ავეჯის სახლ ,,პანცილიონის’’ შემოსვლას ზუგდიდში, მე როგორც რიგით მომხმარებელს მომწონს აქაური ავეჯის ხარისხი და დიზაინი, შესაბამისად ვაპირებ რამდენიმე ნივთის შეძენას",- გვითხრა ზუგდიდელმა ირაკლი ქიშმარიამ.

კომპანია “პანცილიონი“ ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და მას მაღაზიები აქვს თბილისში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

მაღაზია ყოველდღე დილის 9:00 – 18:00 - მდე მუშაობს





Print