სარეკლამო მასალა
კლინიკა მედი - ესთეტიური მედიცინის ლიდერი საქართველოში ®️
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ცნობილ ესთეტიკურ ინოვაციების საერთაშორისო კლინიკათა ქსელს - „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკა მედი საქართველოში წარმოდგენილია 20 ფილიალით. თბილისში 11 და 9 ფილიალით სხვადასხვა რეგიონში: ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, გორი, ფოთი, ხაშური და რუსთავი. კლინიკის ყველა ფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი : პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, სარეაბილიტაციო ცენტრი (სპა და ფიტნესი).

კლინიკა მედის ზუგდიდის ფილიალი 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ფილიალში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის 3 მიმართულება: ლაზერული ეპილაცია, სტომატოლოგია და კოსმეტოლოგია. კლინიკაში დაგხვდებათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პაციენტებზე ორიენტირებული მყუდრო და სასიამოვნო გარემო.

მთელს სამეგრელოში მხოლოდ კლინიკა მედი გთავაზობთ ორთოპანტომოგრაფიის უახლეს დიაგნოსტიკურ აპარატს ORTHOPHOS XG 3D. 3 განზომილებიანი დენტალური ტომოგრამა, ბოლო თაობის ტექნოლოგიაა, რომელიც პაციენტის მთლიანი ყბა-სახისა და თავის ქალის სრულფასოვანი გამოკვლევისათვის გამოიყენება და ეხმარება ექიმს საუკეთესო სამკურნალო გადაწყვეტილების მიღებაში.

კლინიკა მედიში ლაზერული ეპილაცია კეთდება ოქროს სტანდარტად აღიარებული მეოთხე თაობის ალექსანდრიტის ლაზერის აპარატით, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი არასასურველი თმის მოსაშორებლად. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით ალექსანდრიტის ლაზერი არის ერთადერთი რომელსაც გარდა ესთეტიკური შედეგებისა, ხასიათდება სამკურნალო ეფექტით.

მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით დაკომპლექტებული კლინიკა მედის ზუგდიდის ფილიალს შემოუერთდა სტომატოლოგი სოსო ნაკაიძე, რომელიც 13 წელია წარმატებით მოღვაწეობს ორთოპედ-ქირურგ იმპლანტოლოგად. სოსო მუდმივად იღებს მონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კონფერენციებსა და ტრენინგებში.

კოსმეტოლოგიურ განყოფილებას ყოველ ოთხშაბათს ეწვევა წამყვანი დერმატო-კოსმეტოლოგი ეკატერინე ცარციძე - რომელიც 7 წელია ატარებს ინექციურ და აპარატურულ პროცედურებს როგორებიცაა: მიმიკური ნაოჭების გასწორება, ტუჩის მოცულობის გაზრდა, სახის მოდელირება, ბიორევიტალიზაცია, RF ლიფტინგი და სხვა. ეკა აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დერმატო-კოსმეტოლოგიურ კონფერენციებში და ასევე ევროპის დერმატოლოგთა და ვენეროლოგთა აკადემიის სრულუფლებიანი წევრია. გარდა ამისა მუდმივად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს კლინიკა „მედის“ პარტნიორ კლინიკებში პრაღასა და პერეტბურგში.

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლინიკა მედი პაციენტებს სთავაზობს დაუჯერებელ ფასებს სამივე მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ფასებისა და მიმდინარე აქციების შესახებ დაგვიკავშირდით 0415 222121

მისამართი: ზუგდიდი, კ.გამსახურდიას. №35

გამოგვყევით:

facebook

Instagram

Web: medi.ge

გისურვებთ სილამაზეს!










Print