საზოგადოება
ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ტერაბანკი ინიციატივას #spendyoursummeringeorgia უერთდება ®️
ტერაბანკი წლევანდელი ზაფხულის აქტუალურ თემას - ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ეხმაურება და ახალი კამპანიით „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. კამპანიის ფარგლებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ტერაბანკის ფილიალები თბილისსა თუ რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს შეითავსებენ. თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლს შეასრულებენ.

პარალელურად, ტერაბანკის ფილიალებში გათავსდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებზე, საკვებ თუ გასართობ ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზე დეტალურ ინფორმაციას გააერთიანებს. შესაბამისად, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო მარშრუტები მარტივად დაგეგმონ, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები მოიარონ და საქართველოში მართლაც დაუვიწყარი ზაფხული გაატარონ. მთელი კამპანიის განმავლობაში მომხმარებლებს ტერაბანკისგან გათამაშებები, საინტერესო შეთავაზებები, სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მხარდაჭერა იქნება. ბანკი მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს — ვიტრინებს, ბანკომატების ეკრანებს, სარეკლამო ბროშურებს, ფეისბუქის გვერდსა და სხვა არხებს უფასოდ დაუთმობს.

„ყოველთვის ვცდილობთ, საზოგადოებას სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივა შევთავაზოთ. შარშან ასეთი კამპანია იყო ტერა ბაიკი, რომელიც ველოსიპედით სიარულისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. წელს კი, აქტუალობიდან გამომდინარე, საყოველთაო ინიციატივას #spendyoursummeringeorgia შევუერთდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი საზაფხულო კამპანიით ტურიზმის სექტორისთვის დაგვეჭირა მხარი. წაგვეხალისებინა ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები და ის მოგზაურები, რომლებიც წლევანდელ ზაფხულს საქართველოში ატარებენ“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

კამპანია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, თუმცა საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას ტერაბანკი სხვადასხვა ინიციატივით კვლავ გააგრძელებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00.


Print