საზოგადოება
პეტიცია, რომელიც მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება
დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად დაფინანსებულია 0-5 წლამდე ბავშვები, 5-18 წლამდე მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები. თუმცა, ამ ჯგუფებისთვისაც, გარკვეული სერვისები და მომსახურებები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება.

სწორედ ამ საკითხს ეხება ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge ატვირთული ერთ-ერთი პეტიცია, რომელიც მოითხოვს გაიზარდოს სპეციალური და მიზნობრივი სერვისები და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სრულად დაფინანსდეს სამედიცინო კვლევა, ასევე სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.

პეტიციის ინიციატორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარინე სუდაძე, თავად მონაწილეობდა ichange.gov.ge პლატფორმის პოპულარიზაციის კამპანიაში.



როგორც მარინე სუდაძე ყვება, თავდაპირველად ამ პორტალის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და CIDA-ს მიერ მოწყობილ პრეზენტაციაზე შეიტყო, როდესაც ამ პორტალის გაცნობის მიზნით რეგიონულ შეხვედრებს მართავდნენ მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. შემდეგ არასამთავრობო სექტორი თავად ატარებდა შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამ საიტის პოპულარიზაციისთვის ჩატარდა რამდენიმე პრეზენტაცია. ამ აქტივობების შემდეგ გადაწყვიტა ქალბატონმა მარინემ თავად შეეტანა პეტიცია თემაზე, რაზეც უკვე დიდი ხანია ფიქრობდა, მუშაობდა და აწუხებდა.

„მე თვითონ ვარ ამ ასაკის ტყუპების დედა და როცა ავადმყოფობენ, მეც მიწევს მათი კვლევებზე წაყვანა. ამ დროს სულ ვფიქრობ იმ მშობლებზე, რომლებსაც არ აქვთ ამ თანხის გადახდის საშუალება. ამ შემთხვევაში ნახევრად გამოკვლეული ბავშვი უნდა წაიყვანონ სახლში?! ან ვერ უნდა მოათავსონ საავადმყოფოში, თუ არ ექნებათ თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხის გადახდის საშუალება? ჩემს შვილს გულზე აქვს ოპერაცია გაკეთებული და ყოველწლიურად გვიწევს კვლევის ჩატარება და გამოდის, რომ თუ მე არ მექნება 100-200 ლარი, ნიშნავს, რომ უნდა გამოვტოვო ეს კვლევა. ამ კვლევას საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, თუმცა ოპერაციის გარკვეული ნაწილი დააფინანსა. ეს საკითხი ყოველთვის მაწუხებდა.“

ახალციხის საკრებულოს წევრად ყოფნის პერიოდში, მარინე სუდაძეს ინიციატივით მოხერხდა ცვლილებების შეტანა და გარკვეული მომსახურებების სოციალურ პაკეტში გაწერა, მაგრამ ეს შეეხო მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. როგორც ქალბატონი მარინე აცხადებს, პრობლემა უფრო სიღრმისეულია, ადგილობრივი თვითმმართველობები ვერ მოერევიან მას. აუცილებელია მთავრობის ჩართულობა და ნება.

„ძალიან ბევრი ბავშვი ავადმყოფობს იმის გამო, რომ მშობლები ვერ უზრუნველყოფენ სრულყოფილი კვლევისა და მკურნალობის ჩატარებას. სამედიცინო დაწესებულებაში დაუწერენ დანიშნულებას და გამოუშვებენ ისე, რომ შემდეგ არავინ აკონტროლებს იყიდა თუ ვერა მშობელმა ეს წამალი. მიმაჩნია, რომ თუ ამ ასაკში ბავშვს იმუნიტეტი დაუსუსტდა, შემდგომში უკვე შეუძლებელია ამის აღდგენა.

ცალსახად ძალიან კარგი ნაბიჯია ამ პლატფორმის ამოქმედება, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, საწყის ეტაპზე მაინც, ცოტა შემცირდეს საჭირო ხმათა რაოდენობა. ძალიან რთულია ამდენი ხელმოწერის მოგროვება ასე მოკლე დროში, მე რა თქმა უნდა, არ ვაკლებ მცდელობას, ონლაინ, სოციალური ქსელებით გავრცელების გარდა, ამ პეტიციის პრეზენტაციაც ჩავატარე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალციხეში. ვთვლი, რომ ეს ყველასათვის მნიშვნელოვანი საკითხია და 10000-ზე გაცილებით მეტი მხარდამჭერი შეიძლება ყავდეს ამ ინიციატივას, მთავარია გაიგონ ამ პეტიციის შესახებ.“

®️

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
29 / მარტი 2024
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.