სარეკლამო მასალა
კატარინენფილდი - გერმანული უბანი ბოლნისში ®️
გსმენიათ კატარინენფილდის შესახებ? ეს კოხტა და ლამაზი დასახლება, პატარა ლუქსემბურგი, დღევანდელი ბოლნისის ტერიტორიაზე, 200 წლის წინ მეფის რუსეთის დროს ჩამოსახლებულმა გერმანელებმა გააშენეს. დღეს ეს უცხო და ავთენტური არქიტექტურა, რაც ქალაქის იერსახეს ქმნის, სავალალო მდგომარეობაშია.

ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge-ზე გამოჩნდა პეტიცია, რომელიც სწორედ ამ გერმანული უბნის რესტავრაციას მოითხოვს. პეტიციის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ენის სახლის“ თავმჯდომარე ირინე ზურაბაშვილი.

„როდესაც ამ პორტალის შესახებ შევიტყე, გადავწყვიტე ისეთი პეტიცია წარმედგინა, რაც ჩემი ბოლნისისთვის იქნებოდა აქტუალური და ის პრობლემა წამომეწია, რაც ჩემს ქალაქს აწუხებდა. ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან ეს საკითხი ჩემთვის და ყველა ბოლნისელისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ჩვენი ძველი, გერმანული სახლები და მთელი უბანი არის ნგრევის პირას. ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსშია და ძალიან უნდოდა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ვერ მოერია პრობლემას, არც რესურსი აქვს საკმარისი და არც კომპეტენცია საამისო. გერმანული უბნის რამოდენიმე სახლს შარშან მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შენობების რესტავრაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამშრომლობით უნდა მოხდეს, რომ არ მოხდეს იერსახის ცვლილება. ამ სტატუსმა, ერთის მხრივ, კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, ვინაიდან მოქალაქეს აღარ აქვს უფლება თუნდაც საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები.“

200 წლის წინ რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის მანიფესტის საფუძველზე გერმანიიდან კოლონისტების იგივე „შვაბიის სეპარატისტების“ ჩამოსახლება დაიწყო. ქვემო ქართლში 15 ათასი ოჯახი ჩამოასახლეს, აქედან 1600 ოჯახი დღევანდელი ბოლნისის ტერიტორიაზე. თბილისთან ახლოს, სულ რვა კოლონია დაარსდა, მათგან ყველაზე დიდი იყო კატერენენფელდი, ქალაქის ეს მაშინდელი დასახელებაც, ვიუტენბერგელი დედოფლის - ეკატერინეს სახელს უკავშირდება.

10 წელიწადში არაჩვეულებრივი ევროპული, ძალიან მშვიდი, ლამაზი, მევენახეობით განთქმული ქალაქი გააშენეს. გერმანელებმა დიდი ცოდნა და გამოცდილება ჩამოიტანეს, ააშენეს ქარხნები, ეკლესია, წიქვილი. შექმნეს ინფრასტრუქტურა, აქაურობა ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქციეს, ვიწრო ქუჩებითა და გოთური სტილის შენობებით.



გერმანელები 1941 წლამდე ცხოვრობდნენ ბოლნისის ტერიტორიაზე, სანამ სტალინმა მეხუთე კოლონიის შიშით ყველა კავკასიელი გერმანელი არ განდევნა. მხოლოდ ის ოჯახები დატოვა, რომელშიც ცოლი ან ქმარი იყო ქართველი. კომუნისტებმა გერმანელები შუა აზიაში, ცარიელ ტრამალებში ერთ ღამეში გადაასახლეს, ისე რომ ნივთების წაღებაც კი ვერ მოასწრეს.

შემდგომ ჩამოასახლეს ქართველები სხვადასხვა რეგიონებიდან და შეუშვეს ამ სახლებში. ბრძანება გაიცა, გერმანელების კვალი საერთოდ წაეშალათ, ფორმას უცვლიდნენ სახლებს, გაანადგურეს გერმანელების სასაფლაო, სადაც ახლა კოლონისტების სამახსოვრო მემორიალი დგას. თუმცა გერმანელების კვალის წაშლა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ცხოვრობენ მოხუცები, რომლებსაც ახსოვთ ეს გერმანული ოჯახები, ყვებიან მათ ტრადიციებზე, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩენილია, დღემდე აცხობენ გერმანულ ტკბილეულს ლეიქუხასა და ცუკერქუხს, კვირაობით ტარდება წირვა გერმანულ ენაზე.

„ბოლნისელებისთვის ეს ძალიან აქტუალური თემაა, მაგრამ მინდა სხვა ადამიანებმაც გაიგონ ამის შესახებ, როგორი მდიდარი წარსული გვაქვს, როგორი საინტერესო სახლებია, როგორი სავალალო მდგომარეობაა დღეს და თუ მხარს დაუჭერენ ამ პეტიციას, როგორ სასარგებლო საქმეს შეუწყობენ ხელს. ეს არ არის მხოლოდ ბოლნისის სატკივარი, ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყველას ეკუთვნის და შესაბამისად საერთო სატკივარია. ამ უბნის აღორძინება, მარტო იმ სახლებში მაცხოვრებელთათვის მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ნიშნავს. ეს ისტორია არ უნდა დაიკარგოს. ამ უბნების რესტავრაციის შემთხვევაში, თუ სათანადო ყურადღება მიექცევა საკითხს, თბილისიდან სულ რაღაც 65 კილომეტრით დაშორებული ეს ქალაქი, შეიძლება ტურისტებისთვისაც საინტერესო გახდეს.“

დღეს ბოლნისში დაახლოებით 500-მდე გერმანული სახლია. როგორც უკვე ვთქვით, კომუნისტებმა ვერ შეძლეს გერმანელების კვალის გაქრობა, მაგრამ ეს შეიძლება ჟამთასვლამ შეძლოს თუ დროულად არ მიექცევა საკითხს ყურადღება, ნგრევის პირას მისული ულამაზესი შენობები შეიძლება გაქრეს, იმ გერმანელი ოჯახებივით, ერთ ღამეში რომ გადაასახლა სტალინის მთავრობამ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.