საგანგებო სიტუაციათა სამსახური შავ ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე
დამსვენებლებს საშტორმო მდგომარეობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 აგვისტოს,
ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა
აკრძალულია.
"შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ცნობით,აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური შავ ზღვაზე დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

მასალის გამოყენების პირობები