რეგიონი
ზუგდიდში ანტიკვარული ავტომობილები გამოიფინა (ფოტო)
ზუგდიდში დღეს უნიკალური კლასიკური ავტომანქანები რალის „Peaks of the Caucasus-ის ფარგლებში გამოფინეს. რბოლაში მონაწილე ავტომობილები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილის მამუკა ხაზარძაის თქმით, რალში საკუთარი ავტომობილით „ბენტლით“, მონაწილეობს რომელიც 1923 წლით თარიღდება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სამოცამდე ბიზნესმენი მონაწილეობს, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.

alt

ისინი უკვე იმყოფებოდნენ თბილისში, ვარძიაში, ბორჯომში, წყალტუბოსა და მესტიაში.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ
კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

alt
„ამ საქმიანობას 15 წელია ვეწევით. წელს პირველად ჩამოვედით საქართველოში. ჩამოსული ვართ 26 მშვენიერი, ძველი მანქანით. ყოველთვის ვეძებთ კარგ ამინდს, განწყობას, ადამიანებს, გემრიელ საჭმელს და საუკეთესო ღვინოს. შესაბამისად, ლოგიკურია რატომაც ავირჩიეთ საქართველო“, - აღნიშნა ბარტ კლაინმა.

რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.

alt

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.


Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / მარტი 2019
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს და მომდევნო ორი დღის განმვალობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26 მარტს 11,
24 / მარტი 2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კაკაბაძეების ოჯახი დაკარგულ 83 წლის თალიკო პატარაიას ამ დრომდე ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატარაიას ადგილსამყოფელის
24 / მარტი 2019
მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალი ტურისტული სეზონისთვის მოეწყობა ახალი
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 3 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.