რეგიონი
საინფორმაციო კამპანიის მოხალისეებს ზუგდიდში ტრენინგი ჩაუტარდათ
ზუგდიდში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 17 მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის თემა „საარსებო წყაროები და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2018-2019 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“ იყო. 

მოხალისეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებისა და ქვეყანაში მოქმედი სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ, როგორებიცაა: დასაქმების, პროფესიული განათლებისა და სხვა.

"საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ დევნილებს სრულად ჰქონდეთ ინფორმაცია როგორც ჩვენი სააგენტოს, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ. მოხალისეთა ჩართულობა ინფორმაციის გავრცელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დევნილებთან პირადად მიდიან, აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას და უწევენ კონსულტაციას დაინტერესების შემთხვევაში. ბოლო ორი წლის მანძილზე, დევნილთა ინფორმირებულობის მაჩვენებელი 43%-დან 84%-მდე გაიზარდა. საარსებო წყაროების მიმართულებით განხორციელებულ თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამაში შესამჩნევია დევნილი ბენეფიციარების რიცხვის საგრძნობი მატება, რაც სწორედ ასეთი საინფორმაციო კამპანიების შედეგია“, - აღნიშნა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თამარ გავაშელმა. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3000-მდე დევნილი ოჯახი პირადად გაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს. მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ. ანალოგიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას სააგენტო შიდა ქართლის რეგიონშიც გეგმავს. კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 5000 - მდე დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2018-2019 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  უკვე მესამე წელია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA - სთან ერთად ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.