რუბრიკები
Google-ის აქციების ფასი 10 წელიწადში 1294%-ით გაიზარდა

google_women-cr-460x274Google, აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებიდან (IPO) 10 წელს აღნიშნავს და ამ დროის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასი 1294%-ით გაიზარდა, - მოწმობს Nasdaq-ის მონაცემები.

Google-მა თავისი IPO Nasdaq-ზე 2004 წლის 19 აგვისტოს ჩაატარა და მაშინ აქციის განთავსების ფასი $85 იყო. განთავსებით კომპანიამ მაშინ $1.2 მლრდ მიიზიდა. ამრიგად, თუ ინვესტორმა Google-ის აქციებში IPO-ს დროს $10 ათასი ჩადო და 10 წლის განმავლობაში აქციების პაკეტი არ გაუყიდია, მისი პაკეტის ღირებულება დღეს $139 458-ია. The Wall Street Journal - ის ინფორმაციით, ამერიკულ კომპანიებს შორის აქციების ამაზე შთამბეჭდავი ზრდა მხოლოდ 10 კომპანიას აქვს. ასეთ სიას ლიდერობს Keurig Green Mountain-ი, რომლის აქციები 7729%-ით გაიზარდა. ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ზრდის ლიდერთა ათეულში შედიან: Apple, რომლის აქციები ფასი 4419%-ით გაიზარდა და Netflix-ი, 2840%-იანი ზრდით. გუშინ, Nasdaq-ზე ვაჭრობების დახურვისას Google-ის აქციის ფასმა $586,86 შეადგინა. წელს კომპანიამ თავისი თითო აქცია ორად დაყო, რათა უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ინვესტორებისთვის. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $397 მლრდ-ია, რაც Google-ს მესამე ადგილზე განათავსებს, როგორც მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიას, Apple-ის და Exxon Mobil-ის შემდეგ.
Print