რუბრიკები
Apple-მა ოფიციალურად მიიწვია ჟურნალისტები
Apple-მა, ოფიციალურად მიიწვია ჟურნალისტები 9 სექტემბერს ღონისძიებაზე, სადაც, როგორც მოსალოდნელია, ახალი iPhone-ის პრეზენტაცია მოხდება. „გვინდა, რომ უფრო მეტის თქმის შესაძლებლობა გვქონდეს“, - ნათქვამია მოსაწვევში, რომელიც თეთრი და ნაცრისფერი ფერებით არის გაფორმებული. ღონისძიება კუპერტინოში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შტაბ-ბინაში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ Apple-ის მენეჯმენტი წარმოადგენს ორი ზომის iPhone-ს - 4,7 და 5,5-დიუმიანი ეკრანებით. ჭორების მიხედვით, სმარტფონის ეკრანი, ზემდგრადი საფირის მინით არის შესრულებული.
Print