რუბრიკები
ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს (Video)
დღეს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით   ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში  აფხაზეთის ომში უგზო- უკვლოდ დაკარგულთა  სულების მოსახსენიებელი  პარაკლისი გადაიხადეს.  წითელი ჯვრის  საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ღონისძიებებს მართავს, წელს კი ოჯახებმა რომლებმაც  ახლობლები დაკარგეს, შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და სწორედ მათი ინიციატივით და წითელი ჯვრის ფინანსური მხარდაჭერით,ჯერ ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ, შემდეგ კი  ზუგდიდის არტ გალერეაში  ღონისძიება გამართეს,სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფოტოები იყო გამოფენილი. ღონისძიებას , ფოთიდან ,მარტვილიდან და აბაშიდანაც შემოუერთდნენ. საქართველოში, 90 -იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად,2000-მდე ადამიანი  უგზო-უკვლოდ დაკარგულად  ითვლება. წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტი  2010 წლიდან ეხმარება დაკარგული ადამიანების ოჯახებს არასამთავრობო ორგანიზაციების  ქსელის მეშვეობით , იგი ასევე მხარს უჭერს ორმხრივი და სამმხრივი საკოორდინაციო  მექანიზმების მუშაობას, რაც მიზნად ისახავს ოჯახებისათვის კონკრეტული პასუხების მოძიებას იმის თაობაზე , თუ  რა ბედი ეწიათ მათ გაუჩინარებულ ახლობლებს , ნათესავებსა და საყვარელ ადამიანებს .
Print