რუბრიკები
Facebook-მა ძიების ახალი სისტემის ტესტირება დაიწყო
Facebook-მა დაიწყო ძიების ახალი ფუნქციის ტესტირება, რომლითაც მომხმარებლების ჩანაწერების მოძიება გახდება შესაძლებელი. ამ დროისთვის ეს ფუნქცია მომხმარებელთა მხოლოდ შეზღუდული წრისთვის და მხოლოდ Facebook-ის მობილურ აპლიკაციაზე არის ხელმისაწვდომი. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მეგობრების ჩანაწერების ნახვა ძირითადი სიტყვის გამოყენებით. სოციალური ქსელის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი ფუნქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მობილურ ძებნას. ამასთან, კომპანია არ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა ამ ფუნქციის დანერგვა სოციალური ქსელის ვებ-ვერსიაშიც. ცოტა ხნის წინათ, Facebook-ის მობილური ვერსიიდან შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია გაქრა და ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ცალკე აპლიკაციის, Messenger-ის საშუალებით. ამ სიახლემ მომხმარებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან მათი აზრით, კომპანია მათ დამატებითი აპლიკაციის დაყენებას აიძულებს.
Print