რუბრიკები
მესტიაში ნაცემი პოლიციელის რომან ყორშიას ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს
ჟურნალისტებს, ყორშიას ოჯახის წევრებმა სახლში მისვლისას განუცხადეს, რომ პოლიციელი სახლში არ იმყოფება, თუმცა კომენტარი მედიასთან მისმა მამამ გია ყორშიამ გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ რომან ყორშიას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. „მხოლოდ ის ვიცი, რომ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ჩემი შვილი სამხარეო პოლიციაში ყავდათ დაკითხვაზე, შემდეგ პროკურატურაში გადაიყვანეს, სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. სახლში გამთენიისას მოვიდა, წეღან კი ჩემთვის უცნობმა პირმა მოაკითხა მანქანით და წაიყვანა“, - აცხადებს გია ყორშია. შეგახსენებთ, რომ რომან ყორშიას თანამშრომლის ზვიად ჭანტურიას ინფორმაციით, ყორშია მესტიის სამმართველოს უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა, მისმა მოადგილე გიორგი ჯაფარიძემ და ინსპექტორ-გამომძიებელმა გელა სუბელიანმა ცემეს.
Print