რუბრიკები
თენგიზ გუნავა- „ნაცემ პოლიციელებზე ზეწოლა განხორციელდა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას მტკიცებით, ნაცემ პლიციელებზე რომან ყორშიასა და ზვიად ჭანტურიაზე საგამოძიებო უწყებების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. გუნავას ინფორმაციით, პოლიციელები მთელი ღამის განმავლობაში სამხარეო პოლიციის შენობაში ჰყავდათ, რის შემდეგაც პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც მათთვის არასასურველი ჩვენებები დააწერინეს. „წუხელ ყველაფერი თქვეს, ახლა კი უარყოფენ. ყორშიას პოლიციის შენობიდან არ უშვებდნენ, დატყვევებული ჰყავდათ, ჩარევის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი  ჯაფარიძე მიუვარდა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, როგორც იქნა გამოაღწიეს, თუმცა ზეწოლის ფაქტი სახეზეა, პროკურატურაში მათ დააწერინეს ჩვენებები, თითქოს, არაფერი მომხდარა და დაეცნენ, თუმცა ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა გუნავამ. შეგახსენებთ, რომ რომან ყორშიას თანამშრომლის ზვიად ჭანტურიას ინფორმაციით, ყორშია მესტიის სამმართველოს უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა, მისმა მოადგილე გიორგი ჯაფარიძემ და ინსპექტორ-გამომძიებელმა გელა სუბელიანმა ცემეს.
Print