რუბრიკები
ზუგდიდში საზოგადოებრივი მნიშვნელობის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს სპეციალური კომისიაც განიხილავს
ზუგდიდში საზოგადოებრივი მნიშვნელობის  მშენებლობის ნებართვის გაცემას სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა. „კომისიის შემადგენლობაში იქნებიან, როგორც საჯარო მოხელეები და მოწვეული ექსპერტები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები. არც ერთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ იქნება მიღებული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ არქიტექტური განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ. ამასთან, დღვენდელ კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც , სავარაუდოდ, უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
Print