რუბრიკები
ბლინები ატმით
ინგრედიენტები: კვერცხი 3 შაქარი 100 გ რძე 150 გ ფქვილი 200 გ სოდა 1/2 ჩ.კ ლიმონის ცედრა 2 ჩ.კ ვანილი ატამი 400 გ მომზადების წესი კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მუსისმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე. დავამატოთ რძე და კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და ვანილი. ბოლოს დავამატოთ ცედრა. ატამი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავამატოთ ცომში და ფრთხილად გადავურიოთ. გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. ტაფაზე დავასხათ თითო კოვზი ცომი, ისე რომ 2-3 ნაჭერი ატამიც შეჰყვეს. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე ოდნავ დაბალი.
Print