რუბრიკები
ფოთში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს
ფოთში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კორპუსების მშენებლობა უკვე დარულდა, მათ კი 3 თვის ანაზღაურება ჯერაც არ მიუღიათ. 
სამშენებლო სამუშაოებს ფოთში ფირმა "ზიმო" ახორციელებდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ, თუ მათი მოთხოვნა უახლოეს დღეებში არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
Print