რუბრიკები
ხაჯინბა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს
დე ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა. " ქართულმა მხარემ თავისი ქმედებებით უნდა დაამტკიცოს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობის ფაქტი. ამისათვის მან ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შესაბამის დოკუმენტს:“ - ამის შესახებ ხაჯინბამ ჟურნალისტებს სოხუმში 1 სექტემბერს განუცხადა. ერთადერთი ფორმატი, რომელშიც ეს საკითხი განიხილება -ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიებია. " პროცესი უნდა გაგრძელდეს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ", - თქვა ხაჯინბამ . "ნებისმიერი ფორმატი, რომლის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ საკუთარი პოზიციის შესახებ საუბარს, სხვა ქვეყნების პოზიციის გათვალისწინების გარეშე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.
Print