რუბრიკები
ბენდმა ,,ზუგდიდი“ ვარნის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულმა ბენდმა ,,ზუგდიდი“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა. ფესტივალში 13 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ზუგდიდელ შემსრულებლებს ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი -,,ჟიურის რჩეული“. 
ბენდის წევრებსა და ხელმძღვანელებს დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს. ბენდის ხელმძღვანელის ზურაბ კანკიას თქმით, საკრებულოს აქტიური მხარდაჭერით დაფინანსდა ბენდის 3 წევრის გამგზავრება ვარნაში, რამაც ახალგაზრდა შემსულებლებს თავიანთი შემოქმედების სრულყოფილად წარმოჩენის საშუალება მისცა.
Print