რუბრიკები
ლიანა ისაკაძე თბილისშია
საზეიმო კონცერტი შოთა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება. თბილისური კონცერტი კი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარი იქნება. კონცერტში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ, მათ შორის: ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი, სერგეი ნაკარიაკოვი, ვიოლონჩელისტი დენის შაპოვალოვი, აგრეთვე ვიოლონჩელისტი ალექსანდრ კნიაზევი, ფლეიტისტი იოსი არნჰეიმი, ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი და ინგლისელი მევიოლინე იური ჟისლინი. კონცერტში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას, კერძოდ: დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, ალტისტი ოთარ მელიქიშვილი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერი ქართველი მოზარდები დათო წივწივაძე და სანდრო ნებიერიძე, რომლებიც უკვე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან. რა თქმა უნდა, საღამოს ლიანა ისაკაძე და მის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ორკესტრი “ვირტუოზები” გაალამაზებს. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკის, სენ-სანსის, შუბერტის, მენდელსონის, შოპენის, პროკოფიევის, რახმანინოვისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები შესრულედება. მათ შორის რამდენიმე ნაწარმოები თავად ლიანა ისაკაძის მიერ არანჟირებული.
Print