რუბრიკები
რა უნდა იცოდნენ “ Wi-Fi ”-ს მომხმარებლებმა?
Wi Fi რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია ამაზე უკვე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა კატალონიელმა ექსპერტებმა უსადენო ინტერნეტის მომხმარებლებისთვის რამდენიმე რჩევა გამოაქვეყნეს, ამისკენ კი მათ იმ სავალალო შედეგებმა უბიძგეს, რაზეც Wi Fi-ს ხშირი მომხმარებლები ჩივიან. - როგორც ექსპერტები ამტკიცებენ საშიშროების წინაშე არიან ბავშვები 3-დან 16 წლამდე. ამ ასაკში ისინი სკოლაში და ბაღში თითქმის 10 საათს ატარებენ, აქ კი უკაბელო მოწყობილობის რადიაციული ველი დასაშვებზე მაღალია. ამას გარდა 13 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ისინი ვინც ხშირად სარგებლობენ Wi Fi-თ, თავის ტვინში აღენიშნებათ სიმსივნის საწყისი ფორმა, რომელიც "გლიომას" სახელით არის ცნობილი. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ექსპერტების რამოდენიმე კონკრეტული რჩევა: - არასდროს ვისარგებლოთ Wi Fi-თ, თუ მას არ აქვს კარგი სიხშირე, რადგან ერთი და იმავე ვიდეოს რამდენჯერმე გამეორების შედეგად ჯანმრთელობისთვის საზიანო რადიაციული ველი უფრო მეტად იზრდება. - აუცილებლად გამოვრთოთ დენის წყაროდან Wi Fi-ს მოწყობილობა, როცა ინტერნეტით აღარ ვსარგებლობთ. - და ყველაზე მთავარი - ვეცადოთ Wi Fi-ს წყარო ჩვენგან 1 მეტრის მოშორებით მაინც იყოს.
Print