რუბრიკები
ჯოლის და პიტის თაფლობის თვე
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა თავიანთი თაფლობის თვის გატარება სრულ განმარტოებაში გადაწყვიტეს. როგორც გამომცემლობა ZeeNews იტყობინება, ვარსკვლავური წყვილის დღესასწაულის უნებლიე თანამონაწილეები მალტაზე მდებარე კუნძული გოცოს მაცხოვრებლები გახდნენ. მათ ცოტა ხნით საკუთარი საცხოვრებლების დატოვება სთხოვეს. უხერხული სიტუაციის კომპენსირების მიზნით ახალდაქორწინებულებმა მოსახლეობას დაახლოებით 200 ათასი დოლარი გადაუხადეს. გამომცემლობა არ აზუსტებს რამდენ ხანს გაგრძელდება წყვილის „თვე“ , მაგრამ დასტურდება , რომ მეუღლეები შვებულებას მხოლოდ დასასვენებლად არ გამოიყენებენ. ზუსტად კუნძულ გოცოზე გეგმავენ ჯოლი და პიტი თავიანთი ახალი პროექტის – დრამის „ზღვასთან“ გადაღებას. შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ურთიერთობა ათი წლის თანაცხოვრების შემდეგ დააკანონეს. დახურულ ცერემონიაზე, რომელიც წყვილის ფრანგულ ვილაში შედგა, მხოლოდ, მათი უახლოესი ადამიანები იმყოფებოდნენ.
Print