რუბრიკები
კოლხურ ნამოსახლარ ,,ტაბაკონზე“ ქართველი და გერმანელი არქეოლოგები ერთობლივად მუშაობენ
ძველ კოლხურ ნამოსახლარ  ,,ტაბაკონზე“   ქართველი და გერმანელი არქეოლოგების  მიერ  აღმოჩენილია  ბრინჯაოს  ხანის   ძველკოლხური ჯარგვალური  ტიპის  საცხოვრებელი  ნაგებობის   ნაშთები,  რაც  არქეოლოგებისათვის   ფართო ინტერესის საგნად იქცა და კვლევის მიმდინარეობასა და შედეგებში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს. არქეოლოგიურ კვლევებს  ხელმძღვანელობენ  სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონი აფაქიძე და პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე. არქეოლოგიური  კვლევები  მეოთხე წელია მიმდინარეობს და ამ წლების განმავლობაში აღმოჩენილია  უძველესი ნამოსახლარებისათვის დამახასიათებელი ნაშთები, თუმცა ჯარგვალური ტიპის საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთის აღმოჩენა მათ შორის უმნიშვნელოვანესია.
Print