რუბრიკები
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. 4 სექტემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 11:30 საათამდე გამოირთვება 35/10 კილოვოლტიანი ქვესადგური “ცაიში” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1513 აბონენტს(სოფლები: ცაცხვი,ოქტომბერი,საჯიქიო,კურორტი). 4 სექტემბერს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონულური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 13:00 საათიდან 14:30 საათამდე გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი წალენჯიხა 35/6 კილოვოლტიანი ქვესადგური “ზუგდიდი-4” და 35/10 კილოვოლტინი ქვესადგური “ზედა ეწერი” მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 7314 აბონენტს( ქალაქი 1661 აბონენტი დსა სოფლები: კორცხელი, საჩხეტიო,საჭითანაო, რუხი-რიყე 4653 აბონენტი).
Print