რუბრიკები
სკარლეტ იოჰანსონი დედა გახდა
რამდენიმე დღის წინ მსახიობი დედა გახდა. სკარლეტმა და მისმა საქმრომ, რომან დორიაკმა თავიანთ ქალიშვილს როუზი დაარქვეს. როგორც მსახიობის წარმომადგენელმა განაცხადა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. მან ასევე დაამატა, რომ სკარლეტი და მისი საქმრო მოძრაობას No Kids Policy უერთდებიან. ეს არის ცნობილი ადამიანების ინიციატივა, მოწოდება, რომ დაიცვან გამოჩენილი ადამიანების შვილები პრესის ყურადღებისგან. შეგახსენებთ, რომ რომანმა და სკარლეტმა თავიანთი ნიშნობის შესახებ 2013 წლის სექტემბერში გამოაცხადეს. მსახიობის ორსულობის შესახებ კი 2014 წლის მარტში გახდა ცნობილი. [gallery link="file" ids="19096,19097,19098,19099"]
Print