რუბრიკები
ახალი iPhone-თვის ფანები რიგში ჩადგნენ
Apple-ის ყველაზე ერთგული ფანები, ამერიკული კომპანიის ყველაზე ცნობილ მაღაზიასთან, ნიუ-იორკში მდებარე Apple Store-თან უკვე რიგში ჩადგნენ, რათა პირველებმა იყიდონ iPhone 6, რომელიც ჯერ არც დააანონსებულა. Apple, 9 სექტემბერს ღონისძიებას მართავს, სადაც ახალი თაობის ორ iPhone-ს წარმოადგენს, 4,7 და 5,5-დიუმიანი ეკრანით. მედიის ინფორმაციით, ახალი სმარტფონების გაყიდვები 19 სექტემბერზე ადრე არ დაიწყება. მაგრამ, ბრენდის თაყვანისმცემლები მეხუთე ავენიუზე მდებარე მაღაზიასთან უკვე რიგში დგანან და საჭმელიც მოიმარაგეს, მიიტანეს საძილე ტომრები და მატრასები. Apple-ის სიახლეებზე რიგებში დგომა, ამერიკაში უკვე ტრადიციად იქცა, მაგრამ ამჟამინდელი 2-კვირიანი ლოდინი შეიძლება რეკორდად იქცეს. ზოგიერთი ენთუზიასტი, ამ ლოდინით ფულს აკეთებს - ანონსთან ახლოს ისინი თავის ადგილს რიგში ყიდიან და ამაზე რამდენიმე ათას დოლარს აკეთებენ.
Print