რუბრიკები
2015-2018 წლებში “ტერმინატორის” ტრილოგია გამოვა
წლების შემდეგ, არნოლდ შვარცენეგერი ისევ ბრუნდება! “Terminator: Genisys” თავიდანვე ტრილოგიის პირველ ნაწილად იყო ჩაფიქრებული. ამის დასადასტურებლად კი Paramount-მა მეორე და მესამე ნაწილის გამოსვლის თარიღებიც დააანონსა – მომდევნო სურათი 2017 წლის 19 მაისს, ბოლო ნაწილი კი 2018 წლის 29 ივნისს გამოვა. რაც შეეხება “Terminator: Genisys”-ს, მისი პრემიერა მომდევნო წლის პირველ ივლისს იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ფილმის რეჟისორი ალან ტეილორი იქნება. არნოლდთან ერთად კი ითამაშებენ: ემილია კლარკი, ჯეისონ კლარკი და ჯაი კორტნი. მანამ კი, სანამ მომდევნო წლის 1-ლი ივლისი დადგება, “ტერმინატორის” ჩვენთვის ნაცნობი ეკრანიზაციები გავიხსენოთ: ტერმინატორი (1984) ტერმინატორი 2 – განკითხვის დღე ტერმინატორი 3 – მანქანების აღზევება ტერმინატორი 4 – ხსნა
Print