რუბრიკები
ჟულიენი
ინგრედიენტები: სოკო 1 კგ (უმჯობესია ხის) 8 თავი ხახვი ცოცხალი ქინძი 4 ც. კვერცხი ყველი (უმჯობესია სულგუნი) მაიონეზი მარილი და პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: 1. დაჭრილი სოკო კარგად მოვხარშოთ და გავწუროთ; პარალელურად ზეთიან ტაფაში მოვშუშოთ ხახვი, ჩავუმატოთ დაჭრილი და გაწურული სოკო. 2. ცოტა ხნით ვხრაკოთ სოკო ხახვთან ერთად. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ქინძი. ეს მასა გადავიტანოთ სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და 10 წუთით შევდგათ ღუმელში. 3. ამავდროულად 4 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ, შიგ ჩავახეხოთ ყველი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. 10 წუთის შემდეგ სოკო გამოვიღოთ ღუმელიდან და ზემოდან მოვასხათ გათქვეფილი მასა, შემდეგ კი კვლავ შევდგათ ღუმელში ზედაპირის დაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით!
Print