რუბრიკები
“ახალი ხმის” მწვრთნელები “ელენის შოუში”
“ელენის შოუს”, რომელიც 8 სექტემბერს გავა ეთერში, ამერიკული “ახალი ხმის” მწვრთნელები ეწვივნენ. ადამ ლევინი, ბლეიკ შელტონი, გვენ სტეფანი და ფარელ უილიამსი შოუს ახალ მონაწილეებს გამარჯვებისაკენ მიმავალ გზას გაუკვალავენ. ელენს თითოეული მათგანი ესაუბრა არა მხოლოდ კონკურსის, არამედ პირადი ცხოვრების შესახებაც. მაგალითად, ადამ ლევინმა დაადასტურა, რომ “გაბედნიერებულია”, ამ სიტყვის ყველა დატვირთვითა და გაგებით. ის აღმერთებს იმ ფაქტს, რომ ბეჰატი პრინსლუს მეუღლედ მოიხსენიებენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ქორწინებას თუ გავაღმერთებდი. არადა, ბავშვივით ვარ. ძალიან ბედნიერი! ეს როგორ შემემთხვა? სიტყვა “მეუღლეს” უკვე ძალიან ხშირად ვიყენებ, ზოგჯერ უმიზეზოდაც კი. “მეუღლე, მეუღლე, მეუღლე” – მიყვარს, როცა ამას ვამბობ. ისიც მიყვარს, რომ ამის მიზეზი ბეჰატია. მობილურ ტელეფონშიც კი შევცვალე ბეჰატის სახელი და ახლა უკვე “მეუღლედ” მიწერია. გვენ სტეფანიმაც ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, “ახალ ხმას” შეერთებოდა: სულ ახლახანს მეყოლა შვილი. მშობლებთან ერთად ვიჯექი და მეგობრები მყავდნენ სტუმრად, როცა ტელეფონის ზარი გაისმა. საოცრად ხანმოკლე საუბარი გამოვიდა. მკითხეს, მინდოდა თუ არა “ახალი ხმის” მწვრთნელობა. გადავხედე ოთახში მყოფ ახლობლებს და ვუპასუხე: “მინდა!” “ელენის შოუ” ეთერში 8 სექტემბერს გავა. “ახალი ხმა” კი NBC-ის 22 სექტემბერს დაუბრუნდება.
Print