რუბრიკები
ხაჭოს ჩიზქეიქი ალუბლის სოუსით
ინგრედიენტები: ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 200 გ კარაქი 80 გ ხაჭო 650 გ შაქარი 120 გ სახამებელი 1 ს.კ ვანილი 1 ლიმონის ცედრა ლიმონის წვენი 1 ს.კ კვერცხი 4 არაჟანი 150 გ სოუსი ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი 300 გ (უკურკო) წითელი ღვინო 120 მლ (ან წყალი) შაქარი 80 გ ლიმონის წვენი 2 ს.კ სახამებელი 4 ჩ.კ წყალი 4 ს.კ მომზადების წესი: ფხვიერი ნამცხვარი დავქვათ ან დავხვნათ, შევურიოთ გამდნარი კარაქი. კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ 22-24 სმ დიამეტრის ფორმაში და ჩავტკეპნოთ. ამოვუყვანოთ გვერდებიც. ავთქვიფოთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, სახამებელი, ლიმონის ცედრა და წვენი . დავამატოთ კვერცხის გულები და არაჟანი. კიდევ ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ცილისგან ბეზე და დავამატოთ ხაჭოს მასას. დავასხათ კრემი ფორმაში, გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 45-55 წუთი. გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ ჩიზქეიქი შიგნით 20 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ ფორმაში, ბოლოს შევდოთ მაცივარში 4 საათით. ამის შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და მოვასხათ ალუბლის სოუსი. სოუსის მოსამზადებლად ქვაბში შევურიოთ ღვინო, ალუბალი, შაქარი, ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ. ვხარშოთ 5 წუთი. წყალში გავხსნათ სახამებელი და დავამატოთ. ვხარშოთ კიდევ 3 წუთი შესქელებამდე. გავაციოთ და მოვასხათ ჩიზქეიქს
Print