რუბრიკები
ხობში სიმინდის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება
საქართველოს პარლამენტის წევრის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას თაოსნობით ქალაქ ხობში შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მწარმოებელი საწარმო. პროექტის ავტორი და ინიციატორია შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, შემსრულებელი შვილობილი კომპანია ხობში შპს „კოლხა.“ 
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია, ქალაქ ხობში, თანამედროვე ტექნოლოგებით აღჭურვილი (როგორც საწარმოო ხაზი, ასევე ლაბორატორია) 600 მ2 საწარმოო და 1300მ2 სასაწყობო მეურნეობის გაშენება, რომლის საწარმოო სიმძლავრე გათვლილი იქნება 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებაზე დღე-ღამეში და დასაქმდება 65-85 ადამიანი (ძირითადად ადგილობრივი მოსახლე).
წლიური ბრუნვა საწყის ეტაპზე წელიწადში 5-6 მილიონი ლარი.
პროექტის ღირებულება (საინვესტიციო თანხის მოცულობა) შეადგენს 1 000 000 აშშ დოლარს.
გარდა საქართველოს მოსახლეობისთვის უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებისა და რენტაბელური საწარმოს შექმნისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, სიმინდის მარცვლის მაქსიმალურად ეფექტურად და სრულად ათვისების პრეცენდენტის დანერგვას.
პარალელურ რეჟიმში იხსნება თანამედროვე სტანდარტების შესამაბისი ცხოველის საკვების საწარმო, რომელიც განთავსდება ხობის რ-ში; აღნიშნული საწარმო იქნება გულგამოცლილი სიმინდის მარცვლის ერთ-ერთი მომხმარებელი. მისი სიმძლავრე იქნება დღე-ღამეში/60-70 ტონა ცხოველის საკვების წარმოება. დასაქმდება საშუალოდ 70 ადამიანი. პროექტის ღირებულება არის 450 000 აშშ დოლარი.წლიური ბრუნვა საწყის ეტაპზე წელიწადში 8-9 მილიონი ლარი.
პროექტებში გათვალისწინებულია ნედლეულისა და გასაღების ბაზრების, წარმოებისა და გაყიდვების სტრატეგიის სრული ანალიზი.
ზემოთხსენებული საწარმოები სტიმულირებას გაუწევენ მომიჯნავე ტერიტორიებზე, სიმინდის გადამუშავების სხვა საწარმოების შექმნას.
Print