რუბრიკები
ჯენიფერ ლოპესი ახალ ფილმში
ჯენიფერ ლოპესი ცუდად იქცევა – მას საკუთარი შვილის ძმაკაცთან აქვს სექსუალური კავშირი! ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ახალი ფილმის სიუჟეტია. თუმცა, ზემოთ მოყოლილი ამბავი მხოლოდ ნაწილია იმ გაუგებრობისა და საშინელი მოვლენებისა, რომელიც რობ კოჰენის ახალ ნამუშევარში ხდება. ფილმში “მეზობელი ბიჭი” ჯენიფერი ქმართან გაყრილი მასწავლებლის როლს ასრულებს. მეზობლად მცხოვრებ ბიჭად რაიან გაზმენი გვევლინება. სურათში ასევე მონაწილეობენ: ჯონ კორბეტი, იან ნელსონი და კრისტინ ჩენოვეთი.
Print