რუბრიკები
მერაბ ქვარაია საბავშვო ბაღში არსებულ პრობლემებს გაეცნო
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია,საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია და სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელi მარინა კვიკვინია ქ.ზუგდიდის №14 და №15 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნენ. ბაღის პედაგოგების თქმით,შესაკეთებელია ოთახები,ასევე დასამატებელია ჯგუფები, რადგანაც თითო ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 40 ბავშვს აჭარბებს. ასევე ძლიერი გვალვის გამო ბაღებს ასევე წყლის პრობლემა შეექმნათ. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით საბავშვო ბაღებში პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა,თუმცა ეს მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება."საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უნდა ქონდეთ შესაბამისი პირობები და ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. უნდა მოხდეს შენობების შეკეთება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას."-აცხადებს ქვარაია. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამ ბაღებისთვის წყლის დროებით მიწოდებაზე იზრუნეს,თუმცა პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებელი თანხების მოსაძიებლად, მომავალში საკრებულო და სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებების ცენტრი ითანამშრომლებენ. საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ყველა საბავშვო ბაღში მისვლასა და პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს.
Print