რუბრიკები
კიანუ რივზი ახალ სერიალში ითამაშებს

როლანდ ემერიქი ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას. “ახალი ანჯელესი” მოგვითხრობს მოწყენილ და მობეზრებულ მამაკაცზე, რომელიც ხსნას ვირტუალურ სამყაროში პოულობს. თუ “მატრიცასთან” გიჩნდებათ ასოციაცია, ამას კიდევ უფრო გაამყარებს ის ფაქტი, რომ ახალ სურათში სწორედ კიანუ რივზი შეასრულებს მთავარ როლს.

Deadline-ის ინფორმაციით, ემერიქი გრეგ ჰურვიტზის სცენარით იხელმძღვანელებს. ისინი ერთობლივად ჩაერთვებიან საპროდუსერო საქმიანობაშიც.

“ახალი ანჯელესი” მომავალ დროში განვითარდება. მთავარი გმირი ვირტუალურ სამყაროში “იქცევა” ისეთად, როგორად ჩამოყალიბებისკენაც მიისწრაფოდა.

შეგახსენებთ, რომ ემერიქი ამჯერად მუშაობს დრამაზე “Stonewall”, რომელიც ჰომოსექსუალთა უფლებებს შეეხება. კიანუ რივზი კი მონაწილეობას იღებს სერიალში “წვიმა”.

ინფორმაცია მისი ახალი როლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

Print